2018 წლის "ოსკარის ცერემონიალიც დასრულდა, მაგრამ ვარსკვლავების იმიჯის შეფასება გრძელდება. ზოგმა ვარსკვლავმა გლამურზე, ზოგმა სექსუალურობაზე, ზოგმაც კი დახვეწილ და ქალურ იმიჯზე გააკეთა არჩევანი. წითელ ხალიჩაზე ფერთა ფართო არჩევანი ვიხილეთ.
#1 ემილი ბლანტი Schiaparelli-ის კაბით
ემილი ბლანტი საკმაოდ რომანტიკული იმიჯით გამოჩნდა, მისი კაბა ვიქტორიანული სტილით იყო შთაგონებული.


#2 ჯენიფერ ლოურენსი DIOR-ის კაბით
ჯენიფერი ოქროსფერი კაბით 2018 წლის ცერემონიალის ნამდვილი გმირი გახდა: მსახიობმა წელისა და თეძოების ფორმები საუკეთესოდ წარმოაჩინა. კლასიკურმა ლოკონებმა ლამაზმანს ჰარმონიული იმიჯი შესძინა.

#3 ელზა გონსალესი RALPH LAUREN-ის კაბით
ლამაზმანი წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ქალბატონი გახდა: დეკოლტე და ამოჭრილი ზურგი - ელზას იმიჯი საკმაოდ სექსუალური გამოდგა.


#4 ლუპიტა ნიონგო ATELIER VERSACE-ს კაბით
მსახიობი ეგზოტიკური გარეგნობის წარმოჩენას ეფექტურად განაგრძობს. მოდის კრიტიკოსებმა მისი კაბა საკმაოდ ეფექტურად აღიქვეს.

#5 გალ გადოთი GIVENCHY-ს კაბით
გადოთის სექსუალური იმიჯი 20-იანების ეპოქის გამოძახილად შეიძლება აღვიქვათ. ვერცხლისფერ კაბას მსახიობმა კლასიკური ვარცხნილობა და წითელი ტუჩსაცხი შეუხამა.


#6 ტარაჯი ჰენსონი VERA WANG-ის კაბით
მსახიობმა კაბით მომხიბვლელი სხეული ეფექტურად გამოაჩინა.

#7 - #8 ნიკოლ კიდმანმა და ჯენიფერ გარნერმა მკაფიო ლურჯ ფერზე გააკეთეს არჩევანი
ნიკოლიმ Armani Privé-ს, ხოლო ჯენიფერმა Atelier Versace-ს მიმართა


#9 სირშა რონანი Calvin Klein-ის კაბით
ღია ვარდისფერ კაბას ზურგზე უზარმაზარი ბაფთა ამშვენებდა.

#10 მარგო რობი Chanel-ის კაბით






