წითელი ფერი ყოველთვის სარისკო ნაბიჯია - ან ძალიან ეფექტური იმიჯი გამოდის ან ნამდვილი ჩავარდნა. "ოსკარის" დონის ღონისძიებებზე რისკი ორმაგდება - შესაძლოა წითელ ხალიჩაზე შესამჩნევი საერთოდ ვერ გახდე. საინტერესოა ვინ გარისკა რიგით 90-ე საიუბილეო ცერემონიალზე?
#1 მერილ სტრიპი Christian Dior-ის კაბით
მერილ სტრიპს ეფექტური იმიჯის საიდუმლო არასდროს ეშლება. წლევანდელი მონაცემებით, მსახიობი ნომინირებული ოცდამეერთედ იყო. 68 წლის ლეგენდარული ქალბატონი გრძელმკლავიანი წითელი კაბით გამოჩნდა.
#2 ლესლი მანი Zac Posen-ის კაბით
კომედიური მსახიობი ეფექტური სამოსს ხშირად ირჩევს. წელს მან არჩევანი ალისფერ კაბაზე გააკეთა ღია მხრებით.
#3 ელისონ ჯენი Reem Acra-ს კაბით
ელისონისთვის წლევანდელი ოსკარი 30 წლიან კარიერაში პირველი აღმოჩნდა. 58 წლის ქალბატონმა ამ მნიშვნელოვანი დღისთვის მთლიანად წითელი სამოსი ამჯობინა. იმიჯი იღბლიანი გამოდგა, რადგანაც მსახიობმა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯილდო მიიღო.
#4 სოფია კარსონი Giambattista Valli-ს კაბით
24 წლის მსახიობმა "დისნეის პრინცესას" იმიჯის მორგება გადაწყვიტა. მაკიაჟშიც აქცენტი წითელი ტუჩსაცხის მეშვეობით გააკეთა.
#5 სამარა უივინგი Schiaparelli-ის კაბით
მოდელი, რომელიც კინოინდუსტრიაში კარიერას ახლა იწყებს, სექს-სიმბოლოს სტატუსს უკვე უწინასწარმეტყველებენ. უივინგმა Three Billboards Outside Ebbing, Missouri-ში ეპიზოდური როლი შეასრულა.