47 წლის ნაომი კემპბელი იმ ვარსკვლავთა რიცხვს არ განეკუთვნება, რომლებსაც პირადი ცხოვრების აფიშირება უყვართ. როგორც წესი, სუპერმოდელი საგულდაგულოდ მალავს მამაკაცებთან ურთიერთობას. ამჯერად, ნაომიმ გამონაკლისი დაუშვა და 35 წლის რეპერთან, სკეპტასთან ერთად ბრიტანული GQ-ს ყდისთვის საკმაოდ სექსუალური და თამამი ფოტოები გადაიღო.
თავდაპირველად, "შავმა პანტერამ" ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სახეები არ ჩანდა. მოგვიანებით კი ოფიციალური ფოტოებიც გავრცელდა.
ნაომისა და სკეპტას რომანის შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისში გავრცელდა. ვარსკვლავები მამაკაცის მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ ერთად, თუმცა საერთო ფოტოების გადაღება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით გამოაშკარავდა, რომ მათი რომანი შემოდგომაზე დაიწყო. სუპერმოდელი ცხოვრებაში ბევრ ცნობილ ადამიანს ხვდებოდა, თუმცა დაქორწინებული არცერთხელ ყოფილა.