როგორია სინდის იდეალური დღე?
6:30
ოჯახში ყველაზე ადრე ვიღვიძებ. პირველ რიგში მეილს ვამოწმებ, შემდეგ ვდგები, მწვანე ჩაის ვიდუღებ და სახლის სავარჯიშო ოთახში ვინაცვლებ. მანამდე კი 10 წუთს ტერასაზე, ჯაკუზიში ვატარებ და დროს მედიტაციას ვუთმობ.
7:00
გინდათ გაიგოთ როგორია ჩემი ფიტნეს პროგრამა? ყველაფერი მარტივია: 20 წუთს კარდიოს ვახარჯავ, 10 წუთი ბატუტზე ხტუნაობას, 10 ნაბიჯსაც ფეხის კუნთების დასაჭიმ ტრენაჟორზე ვაკეთებ. პროცესში მუსიკას ან აუდიო წიგნებს ვუსმენ - ასე დრო სწრაფად გადის. ვარჯიშის ფანი არ ვარ, მაგრამ მიყვარს მის შემდეგ დაუფლებული საოცარი შეგრძნება.
8:00
რვა საათისთვის რენდი, კაია და პრესლი იღვიძებენ. ყველანი სამზარეულოში ვიკრიბებით. საბედნიეროდ ვაჟიშვილი და ქალიშვილი სახლში სწავლობენ და სკოლაში არ გვეჩქარება. საუზმეზე ძირითადად სასარგებლო კოქტეილს ვსვამ: ნუშის, ისპანახის, პიტნის ან პროტეინების წვენს.
9:30
მალიბუში ვცხოვრობთ, სანაპიროსთან ახლოს. აქ საოცრად მარტივი დრესკოდია: ყველა იოგისთვის განკუთვნილ სამოსში სეირნობს. სამწუხაროა, რომ საქმიან შეხვედრაზე ამგვარი იმიჯით ვერ მიხვალ, ამ შემთხვევებისთვის იდეალური უნიფორმა მოვიფიქრე: შარვალი და თეთრი მაისური. თუმცა, ჩემს გარდერობში ყველანაირ ფერს აღმოაჩენთ: მუქიდან ღიამდე. თმას 5 წუთში ვიკეთებ. ღამით "კოსას" ვიკრავ, დილას კი ვიშლი და ძირებს დამარბილებელი შრატით ვიმუშავებ. სახეზე დღის კრემის წასმა მიყვარს, რომელიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო სწრაფად ვიკეთებ მაკიაჟს. მომწონს თუ როგორ გამოიყურება ჩემი კანი და რატომ უნდა დავფარო ის დიდი რაოდენობის მაკიაჟით? ოდნავ პუდრას ვისმევ, წარბებს ვივარცხნი, თვალებზე კონტურს ვიკეთებ და ტუჩსაცხს ვისვამ. ამ ყველაფერში 3 წუთი მეხარჯება. კოსმეტოლოგთან ვიზიტი ჩემთვის სამსახურში სიარულს ჰგავს.
10:30
ამ დროს ან გადაღებებზე ვარ, ან სახლიდან ვმუშაობ. კვირაში ერთხელ ლოს-ანჯელესში, ჩემი კოსმეტიკის ბრენდის ოფისში დავდივარ. იქ ყოველთვის ბევრი საქმეა: შეხვედრა დირექტორებთან, საუბარი მარკეტინგთან... ცოტა ხნის წინ 94 და 98 წლის ქალბატონები გადავიღეთ, რაც საოცრება გამოვიდა. მჯერა, რომ ქალებს ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. ბრენდიც სწორედ ამ კონცეფციაზეა დაყრდნობილი.
13:00
ლანჩისთვის შესვენებას ვიღებ. ძირითადად ორაგულის სალათს მივირთმევ. ვცდილობ დროის 80% მაინც სწორად ვიკვებო. დღის განმავლობაში 3 ბოთლ წყალს ვსვამ.
15:00
ვპასუხობ წერილებს, ვადასტურებ ფოტოებსა და ინტერვიუებს და გადაღებების განრიგს ვადგენ - ჩემთვის, კაიასთვის და პრესლისთვის. როცა სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობა დავიწყე, ყველაზე სულელურ წინადადებებსაც ვთანხმდებოდი, იმიტომ, რომ სამუშაოს გარეშე დარჩენის მეშინოდა. კაიას და პრესლის გაუმართლათ: მათ შეუძლიათ ჩემს შეცდომებზე ისწავლონ. რა თქმა უნდა, მე მათ არაფერს ვაძალებ და პროექტებს დამოუკიდებლადაც ვარჩევინებ. მე თვითონაც ვსწავლობ მათგან: წინა წელს ჯინსის ბრედნთან Re/Done-თან საერთო კოლექცია შევქმენი, რომლის შესახებაც კაიამ მომიყვა.
18:00
სახლში დაბრუნებული პირველ რიგში კოსმეტიკას ვიცილებ და ჯაკუზიში ვწვები. როგორც ხვდებით ის ჩემთვის ძალების აღსადგენი საშუალებაა.
19:00
ხანდახან სასიამოვნო რესტორანში ან კაფეში ვვახშმობთ. გვიანობამდე არ ვჩერდებით. 9 საათიდან თვალები უკვე მეხუჭება. თუ სახლში ვზივართ, რაიმე უბრალოს ვამზადებ, მაგალითად თევზს ბრინჯით, სატაცურს მანგოთი. ღვინოს დიდიხანია არ ვსვამ: სახე სულფიტებისგან მეფიტება. ტეკილასთან კი მსგავსი პრობლემა არ მაქვს.
20:30
ადრე საღამოს მთელი ოჯახი ტელევიზორთან ვასრულებდით, ახლა ბაშვები ვახშმის შემდეგ თავიანთ ოთახებში გარბიან. თუმცა, პრესლი ხანდახან ჩვენთან ერთად "სამეფო ტახტის თამაშებს" უყურებს.
22:30
დაძინებამდე ინსტაგრამზე შევდივარ და კაიას და პრესლის აქტივობებს ვათვალიერებ. ასევე, აუცილებლად ვკითხულობ ძილის წინ, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ხნით: რამდენი წუთის შემდეგ Kindle ხელიდან მივარდება.