2018 წელს პარიზში ექსპოზიცია იხსნება, რომელიც საფრანგეთსა და იაპონიას შორის კულტურული მოვლენების გაცვლის 150 წლისთავს მიეძღვნება. მასშტაბური გამოფენა დასავლურ კულტურაზე იაპონიის გავლენას წარმოაჩენს. სწორედ ამ თემას ეძღვნება H&M Studio-ს ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც პროექტის სპონსორად იქცა.
ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი იაპონური რესტორნის დარბაზად იქცა, რომელსაც ტრადიციული ვახშამი სდევდა თან საკეს თანხლებით. იმისთვის, რომ სტუმრებს ავთენტური გარემო ბოლომდე შეეგრძნოთ, ალუბლის არომატით გაჟღენთილი ღრუბლები დაურიგეს.
ჩვენება "ნახე-იყიდე"-ს ფორმატში ჩატარდა და სტუმრებს სამოსის შეძენა მისი დამთავრებისთანავე შეეძლოთ. კოლექციის ძირითადი შემადგენელი ნაწილი გრძელი ჰაეროვანი კაბები, ორიგინალური მოსაცმელები და იაპონური მინიმალიზმის გამომხატველი ესთეტიკაა.