2017 წლის ბოლოს, კენდალ ჯენერმა ჟიზელ ბიუნდჰენს პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის სტატუსი წაართვა. 22 წლის ვარსკვლავი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გოგონაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის წელს არცერთ ჩვენებაზე არ გამოჩენილა. გამოცემა People აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კენდალმა სამუშაოსგან დასვენება გადაწყვიტა: მოდელს სურს ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროს და კარიერაში პაუზა აიღოს. როგორც სჩანს, წელს მას სხვა პრიორიტეტები აქვს. 2017 წლის განმავლობაში ის შეუსვენებლად მუშაობდა და ახლა დასვენება სჭირდება. კენდალის დედამ, კრის ჯენერმა განაცხადა, რომ მის 22 წლის ქალიშვილს ნერვული აშლილობა აწუხებს, რომელიც დაძაბულმა რეჟიმმა და მისდამი გამოვლენილმა გადაჭარბებულმა ინტერესმა გამოიწვია. შოუების შემდეგ, კენდალს პანიკური შეტევები აწუხებდა, რისი გადალახვაც მისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
კენდალი ახლა იუტას შტატში ისვენებს და სნოუბორდით იქცევს თავს.
ცოტა ხნის წინ მოდელმა შიშველმა იპოზიორა