კემბრიჯის ჰერცოგინია ძირითადად ტრადიციულ სტილს ანიჭებს უპირატესობას, მეგან მარკლი კი უფრო სარისკო გადაწყვეტილებებით ხასიათდება. მაგრამ ამჯერად, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე, ლამაზმანებმა საერთო ფერის ოდნავ განსხვავებული ტონალობა აირჩიეს. მეგანს Jason Wu-ს კაბა ემოსა.
შეხვედრაზე პრინცმა ჰარიმ და უილიამმა სამეფო ფონდის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.