რიანამ სპორტული სამოსის ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ბრენდ Puma-სთან ერთად შექმნა. ამ სეზონზე ვარსკვლავი კვლავ მოტოციკლეტების სპორტს დაუბრუნდა და ნამდვილ მრბოლელთა სამოსი შექმნა: შორტები, კომბინიზონები და ქურთუკები.
ფოტოსესია უდაბნოში გაიმართა. კადრში რიანა სხვა მოდელებთან ერთად პოზირებს. კოლექცია საკმაოდ სექსუალური გამოვიდა.
ცოტა ხნის წინ, რიანამ 30-ე დაბადების დღე აღნიშნა.