მოდის ინდუსტრიის მთავარი ფემინისტის, მარია გრაცია კიურის ახალი კოლექცია კვლავ ქალებისთვის და ქალებზეა. ამჯერად დიზაინერმა 60-იანების თავისუფალი ესთეტიკა სპეციალურად მოწყობილ დეკორაციებს შეუხამა: შოუ 1968 წლის "წითელ" მაისს გვაგონებს. პროტესტის ტალღამ მაშინ სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები მოიცვა. ყველაზე მეტად მოძრაობა აშშ-ს ვიეტნამის ომში მონაწილეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. და არა მარტო. იბრძოდნენ ადამიანების უფლებების დასაცავად, რასიზმის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ფემინიზმის მხარდასაჭერად. ნახევარი საუკუნის შემდეგ, როდენის მუზეუმის ბაღში მოდელებმა საპროტესტო ლოზუნგების პოსტერებით იარეს, მათ შორის ყველაზე მეტად გამოიკვეთა: "მე ქალი ვარ".