გვიანი საღამო, ხალხმრავალი ცენტრი და ეიფელის კოშკი - Saint Laurent-ის ჩვენების ლოკაცია და დრო ზუსტად შეირჩა, რათა ისეთი კოლექცია წარმოედგინათ, რომელიც საღამოს წვეულებებისთვის განკუთვნილ სტილს იმეორებს. ახალ სეზონზე ბრენდი 40 წლით უკან გვაბრუნებს, როცა კლუბებში ბრჭყვიალა კაბები, ტყავის ქურთუკები, ღრმა დეკოლტეები და დიდი მოცულობის მხრები ლიდერობდა. შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი მზიანი მოდის სახლის არქივთან მუშაობა გახდა. ქალისა და მამაკაცის გარდერობის ერთმანეთთან შერწყმა - როგორც ეს თავად ივ სენ ლორანს უყვარდა, კვლავ დაბრუნდა. ბრენდის კლასიკა და თანამედროვეობის გაერთიანება ძნელია არ შეგიყვარდეთ. პოდიუმზე კაია გერბერი სამჯერ გამოვიდა.
#1
#2
#3