2009 წელს სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი და ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედი დაქორწინდნენ. ცერემონიის შესახებ მხოლოდ ცოტაოდენი ინფორმაცია გაავრცელეს, რადგანაც ის მხოლოდ ახლო მეგობრებისა და ნათესავებისთვის იყო მოწყობილი. ამასთან, წყვილი საქორწილო ფოტოებს არასდროს არ ასაჯაროებდა. ამჯერად, ქორწინების 9 წლის იუბილეზე კი გადაწყვიტეს ფოტოები გაევრცელებინათ. ტომმა და ჟიზელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს სურათები, სადაც ერთმანეთს საკურთხეველთან კოცნიან.
აღსანიშნავია, რომ მოდელმა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს Dolce & Gabbana-ს კაბის ჩაცმა არჩია. "მომწონს შენთან ერთად გაზრდა. ბედნიერ იუბილეს გისურვებ ჩემო ცხოვრების სიყვარულო"-დაწერა ჟიზელმა. ტომმა კი უპასუხა: "სიცოცხლე, სიცილი და სიყვარული... მე შენ მიყვარხარ."
გთავაზობთ საუკეთესო ფოტოებს წყვილის ურთიერთობიდან:
#1 ავოკადოს სენდვიჩი
#2 მხარდაჭერა რთული თამაშის შემდეგ
#3 ოჯახური დასვენება
#4 ცნობილი გამოსვლა "მეთ გალაზე"
#5 კიდევ ერთი ჰელოუინის კოსტიუმი