ფრანგული მოდის სახლის მუზამ კირა ნაიტლიმ სარეკლამო რგოლში Chanel Coco Mademoiselle Intense-ის ახალი სუნამო წარადგინა. მსახიობი უკვე 10 წელია, რაც "შანელის" სუნამოების ხაზის სახეა. ახალი არომატი საკმაოდ ნაზია: "იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კომპოზიცია ახლებურად შემოვატრიალოთ, ისე რომ მისი ძირითადი ფაბულა არ დაიკარგოს."-განაცხადა ბრენდის მთავარმა პარფიუმერმა ოლივიე პოლჟმა.
სარეკლამო რგოლში კირა მომხიბვლელი და ვნებიანია: ის ერთობა, წესებს არღვევს, გრძნობებს მიყვება და მოკლედ, ცხოვრებისგან ყველაფერს იღებს. ხმაურიანი წვეულების შემდეგ კი მშვიდი დილა ისადგურებს.
სუნამოს მთავარი შემადგენელი ნაწილები ფორთოხალი, ბერგამოტი, ვანილი, ვარდი და ჟასმინია.