ქეთა თოფურია რუსეთში "წლის სტილის" კატეგორიის ნომინაციაში მუდამ ხვდება. მომღერალმა ახალ ინტერვიუში საყვარელ ბრენდსა და მოდურ ინტუიციაზე ისაუბრა.
საკუთარი სტილის შესახებ:
ჩემი სტილი იცვლება. თუ ყოველდღიურობაზე ვისაუბრებთ, ალბათ უფრო სპორტულ სამოსს ვატარებ. სცენაზე კი მუდამ სხვადასხვანაირი ვარ. ჩემს სცენურ იმიჯს ერთი სიტყვით ვერ აღვწერ. ხანდახან კლასიკურად გამოვიყურები - გრძელი კაბით, ხანდახან კი მომავლის გმირი ვარ - უცნაურ სამოსში.
საყვარელ ბრენდებზე
კიდევ კარგი ერთი საყვარელი ბრენდი არ მაქვს. მყავს ნაცნობები, რომლებიც მხოლოდ ერთი ბრენდის სამოსს ატარებენ, ეს საშინელებაა! კოლექციები ყოველ სეზონზე იცვლება, იცვლებიან დიზაინერები და ერთ ბრენდზე დარჩენა რთული ხდება. ყველაზე სტაბილური Alexander Wang-ია. ამ ბრენდის სამოსი ძალიან მომწონს, მაგრამ ყოველდღიურობისთვის არ გამოდგება.
სტილის შთაგონებაზე
ასეთი ადამიანი არ მყავს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ტრენდებს თვალყურს არ ვადევნებ, ინტუიციით ვხვდები თუ რა არის იმ პერიოდში აქტუალური.
5 საყვარელი ნივთი გარდერობში
Rolex-ის საათები. საათის გაკეთება ძალიან იშვიათად მავიწყდება, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, თავს შიშვლად ვგრძნობ. მიყვარს ჯინსები და თეთრი მაისურები. ვაღმერთებ ჩანთებს, მაგრამ ეს უცნაური სიყვარულია, რადგანაც მათ შეცვლას ვერ ვიტან. ერთი ჩანთიდან მეორეზე გადაწყობა საკმაოდ არასასიამოვნოა. პატარა ჩანთის ტარების მიუხედავად, ჩემი მთავარი ზურგჩანთა ყოველთვის მანქანაში მელოდება.
ყველაზე დასამახსოვრებელი შენაძენი
კარიერის დასაწყისში მეგობრებთან ერთად მილანში ვიმყოფებოდი, როცა ხელნაკეთ მაღაზიას ვესტუმრეთ. იქ ერთი საკონცერტო კაბა ვნახე, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა და იმ პერიოდში მისი ყიდვა ჩემთვის ფუფუნება იყო, მაგრამ მაინც გავრისკე. მოგვიანებით ბევრს მოეწონა ის, მაგრამ ახლა ფოტოც კი აღარ დამრჩა.