დონატელა ვერსაჩეს, რალფ ლორენის და პრადას კვალდაკვალ, ავტომბროლელთა თემა ტომი ჰილფიგერმაც წამოჭრა. გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციისთვის ამერიკელმა კლასიკოსმა დიზაინერმა და მისმა მუზამ ჯიჯი ჰადიდმა შთაგონება სწორედ ავტომბროლელთა გარდერობიდან აიღეს. ტომის მისწრაფება რალისკენ და ჯიჯის აქტიური ცხოვრება - სწორედ ეს გამოიკვეთა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ შოუზე.
ტყავის შარვლები, ფერადი ქურთუკები, კომბინიზონები, ელვა შესაკრავები, სპორტული ბოდეები, მზის სათვალეები და ტყავის ხელთათმანები - სამოსი ბრენდის საფირმო ფერებს იმეორებს: წითელი, ლურჯი და თეთრი.
ჩვენება ჯიჯიმ გახსნა:
სუპერმოდელმა თავის დას, ბელას ასიმეტრიული ქვედაბოლო და ტოპი შეურჩია. მეორე გამოსვლისთვის კი გრძელი კაბა.
შოუზე ჰადიდების მესამე წარმომადგენელმა, ანვარ ჰადიდმაც მიიღო მონაწილეობა
ვინი ჰარლოუ
ჯოან სმოლსი
ჟოზეფინ სკრივერი
დილონი
ჰეილი ბოლდუინი
გრეის ელიზაბეტი
ჩვენების დახურვა: