მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სუპერმოდელი და 90-იანების ვარსკვლავი 52 წლის გახდა, თუმცა გარეგნობით ჯერ კიდევ 30 წლის ქალბატონს ჰგავს. საქმე არამხოლოდ ბუნებრივ იერსახეში ან სილამაზის პროდუქტებშია, არამედ გემოვნებით ჩაცმაში. სინდი ხშირად შთაგვაგონებს ბწრყინვალე სტილის მაგალითებს, რომლებიც ბევრი ადამიანის ინსპირაციად იქცევა.
#1 ჯინსი და პერანგი
ყოველდღიური სტილის იდეალური ვარიანტი : ჯინსი და თავისუფალი პერანგი. ამ სამოსში შეგიძლიათ მაღაზიაში საყიდლებზე წახვიდეთ, კინოში ფილმს უყუროთ ან ოჯახთან ერთად ისეირნოთ. უკვე 20 წელია მოდელი ჯინსებს და პერანგებს ატარებს.
#2 ქამარი
ჯერ კიდევ 90-იანებში კროუფორდი დიდ ქამრებს ანიჭებდა უპირატესობას. 2000-იანებში ტრენდი მოდიდან გადავიდა, თუმცა სინდი მათ ტარებას განაგრძობდა, უბრალოდ დროსთან ერთად უფრო კლასიკური გახადა და დახვეწა.
#3 პრინტი
პრინტები სინდის ყველა სამოსზე უყვარს და მას ერთი პატარა დეტალით მაინც გამოყოფს.
#4 თეთრი მაისური და კოსტიუმი
1995 წელს სინდი სწორედ ასე გამოჩნდა ფილმის პრემიერაზე, 20 წლის შემდეგ კი იმიჯი კვლავ აქტუალურია. ფეხსაცმლის გამოცვლით მას ოფისშიც მოირგებთ და ღონისძიებაზეც.
#5 პატარა შავი კაბა
პაარა შავი კაბის იდეალური ფორმა ტანზე გამოკვეთილი სილუეტია, მუხლზე ოდნავ მაღლა, ჭრილებით.