ქეით მიდლტონმა ახლახანს ბრიტანული მოდის სამყაროს ყველა ძლიერი წარმომადგენელი ბუკინგემის სასახლეში სპეციალურ ღონისძიებაზე შეკრიბა, სადაც სტუმრებს 52 ქვეყნის დიზაინერის შემოქმედება წარუდგინეს. დედოფალი ელისაბედი რძალს არ ჩამორჩა და მოდაში თავადაც გაერია.
თუ აქამდე, დიზაინერ რიჩარდ ქუინის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი H&M Design Award 2017-ის პრემია იყო, დღეს ყველაფერი შეიცვალა: მის შოუზე, რომელიც ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე მივიდა. მონარქი ყურადღებით ათვალიერებდა კოლექციას, ფინალში კი აპლოდისმენტები და მისალოცი სიტყვა არ დაიშურა. Richard Quinn-ის გაბედული კოლექციები და ინოვაციური ფერები მისივე წარმატების წინაპირობა გახდა, მას შემდეგ რაც 2016 წელს ბრენდი ჩამოყალიბდა. ისტორიული კადრები აღბეჭდილია:
Quinn-ი პირველი დიზაინერია, რომელიც ბრიტანულ მოდის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დედოფალმა პრესტიჟული პრემიით დააჯილდოვა.