რამდენიმე დღის წინ, ჯენიფერ ლოურენსმა ვაშინგტონში თავისი ახალი ფილმი Red Sparrow წარადგინა, სადაც მსოფლიოს საშიშ ჯაშუშს თამაშობს. გუშინ ღამით კი პრემიერა ლონდონში შედგა. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი წითელ ხალიჩაზე ოქროსფერი სექსუალური კაბით გამოჩნდა, ღრმა დეკოლტით, რომელიც Christian Dior-ს ეკუთვნის.
27 წლის მსახიობმა მაკიაჟში პასტელურ ფერებს მიანიჭა უპირატესობა, თმა კი კულულებად დაიხვია. მსგავსი იმიჯის გამო ჯენიფერს "თანამედროვე მერილინ მონროც" კი უწოდეს.
ფილმის თრეილერის მიხედვით, ლოურენსი რუს ეკატერინა ნიკოლაევნას განასახიერებს, რომელსაც ამერიკელ მომხიბვლელ ჯაშუშ მამაკაცთან აქვს საქმე.