ახალი წლის დადგომამდე დევიდ კომამ 4 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ფრანგული მოდის სახლის Mugler-ის კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა. მიზეზად კი საკუთარ ბრენდზე მეტი კონცენტრირება დაასახელა. ბრენდის ახალი დიზაინერი კეისი კედუოლადერი გახდა, რომელიც ისეთ ბრენდებთან მუშაობდა, როგორებიცაა: Loewe, Narciso Rodriguez და Acne Studios.
ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, გუშინ საღამოს, დევიდ კომამ თავისი ბრენდის ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ტყავის კაბებით, ბუმბულებით, მეტალის დეტალებით და თვლებით გამოირჩეოდა და ქალის ფიგურის იდეალურ წარმოჩენას ემსახურებოდა. დიზაინერმა თავისი კლასიკური შავ-თეთრი ფერები წითლით და იასამნისფრით გაამდიდრა.