ბლეიკ ლაივლი წითელ ხალიჩაზე მუდამ გლამურითა და დახვეწილობით გამოირჩევა. სანამ მის თანამედროვე იმიჯს განვიხილავთ, გრაფიკული დიზაინერის, Ivo von Niederhäusern-ის შემოქმედებაში, ბლეიკი ძველი ჰოლივუდის საკულტო ქალბატონის იმიჯს ირგებს და "ოქროს ხანის" პერიოდით შთაგვაგონებს. ვარსკვლავმა თავადაც გააზიარა არტისტის ერთ-ერთი რეტრო ფოტო, სადაც ბლეიკი ფოტოშოპის მეშვეობით 50-ანი წლების კლასიკური ქალბატონია.
არტისტი რეგულარულად აქვეყნებს ბლეიკის დამუშავებულ ფოტოებს, სადაც ის კლარკ გეიბლთან ერთად გვხიბლავს, ავა გარდნერის შთაგონებით ბრწყინავს და "ბალენსიაგას" მუზაა.