BAFTA-ს ცერემონიალზე კემბრიჯის ჰერცოგინიას გამოჩენას ყველა მოუთმენლად ელოდა. ყველასთვის ნათელი, იყო რომ ქეით მიდლტონი ბრიტანული კინოადაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა, რადგანაც პრინცი უილიამი BAFTA-ს პარტნიორია. წლევანდელ BAFTA-ზე ჰოლივუდის ლამაზმანებმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მხარდასაჭერად შავი სამოსი მოირგეს. ზოგადად, შავი სამოსი ბრიტანულ სამეფო ოჯახში ძირითადად სამგლოვიარო ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ, ამასთან სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა პოლიტიკურ და მსგავს ხმამაღალ განაცხადებში საკუთარი პოზიცია ტანისამოსის მეშვეობითაც კი არ უნდა გამოხატონ.
ამიტომაც, ქეითმა მუქი მწვანე კაბა არჩია შავი ქამრით.
ჰერცოგინია დაჯილდოებაზე სამჯერაა ნამყოფი, BAFTA-ს ორგანიზატორები ფიქრობდნენ, რომ მისი საღამოზე გამოჩენით ყველა სხვა ვარსკვლავი დაიჩრდილებოდა.
2017
2011