ადამ ლევინი და ბეატი პრინსლო მშობლები მეორედ გახდნენ: 38 წლის Maroon 5-ის სოლისტს და 28 წლის მოდელს გოგონა შეეძინათ. პატარას გეო გრეისი დაარქვეს. ბეატიმ მეორე ორსულობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის შემოდგომაზე გაავრცელა. მალევე ადამმა ელენ დეჯენერესის შოუში პატარას სქესი გაამხილა. "ბევრი შვილი მინდა. ქაოსში თავს მშვენივრად ვგრძნობ. ბეატი ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო, ამიტომ ბევრ შვილზე ისიც ოცნებობს."-განაცხადა ადამმა.
წყვილი 2014 წლის ივლისში დაქორწინდა, პირველი გოგონა, დასტი როუზი 2016 წლის სექტემბერში გაუჩნდათ.
მოდელის მეორე ორსულობის ფოტოები: