ვენსან კასელის ახალგაზრდა შეყვარებულის, ტინა კუნაკის სილამაზის შესახებ მსოფლიომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ შეიტყო - როცა გოგონა უკვე წარმატებულად მოღვაწეობდა მოდელის სტატუსით და ცნობილი ჩვენებების დახურვაში იღებდა მონაწილეობას. მოდის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების მეშვეობით მისდამი ინტერესი უფრო გამძაფრდა. აღმოჩნდა, რომ ტინა თავის აფრო-სიცილიურ ოჯახში ერთადერთი ლამაზმანი არაა. მას პატარა ძმაც ჰყავს.
დღეს, 18 წლის ზაკარი ინსტაგრამის ნამდვილი ვარსკვლავია. ისიც სამოდელო კარიერას ავითარებს და პოდიუმზე წარმატებებს აღწევს, ინტერნეტში კი მისი ფოტოები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ზაკარს იდეალური სხეული, ხუჭუჭა თმა და მიმზიდველი ღიმილი აქვს და როგორც ტინა ამბობს, ძალიან მორიდებულია.
ზაკარი დასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს და მისით ამაყობს. ის პარიზში ცხოვრობს და ფრანგული სამოსის ბრენდებთან კონტრაქტებს აფორმებს, მალე ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის დაპყრობას გეგმავს.