გუშინ ღამით რუსული GQ-ს ყოველწლიური დაჯილდოება ჩატარდა, სადაც 50 ყველაზე მოდური მამაკაცი გამოვლინდა. მე-7 ადგილს კახი კალაძე იკავებს. გამოცემა წერს: "თბილისის მერი "მინიკუპერით" დადის, დაცვის გარეშე. ახალი პოზიციის გამო, ყოფილი ფეხბურთელი მილანიდან სამშობლოში დაფუძნდა, მაგრამ იტალიური მომხიბვლელობით ჩაცმა კვლავ წარმატებულად და ეფექტურად გამოსდის."