სამეფო დრესკოდი ოჯახში ახალი ქალბატონების გამოჩენით მნიშვნელოვნად იცვლება. ჩაცმულობის ინდივიდუალური შტრიხები ჯერ პრინცესა დაიანამ, შემდეგ ქეით მიდლტონმა დაამკვიდრა, ახლა კი მსგავს ქმედებას მეგან მარკლი ანხორციელებს.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ცხოვრების ახალ თავს იწყებენ. ამჯერად, წყვილი სამეფო ვიზიტით შოტლანდიაში გაემართა, სადაც მეგანის გამოსვლას მოდის კრიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან. ედინბურგში, მომავალი პრინცესა Burberry-ის პალტოთი, შავი ფართო შარვლით და Strathberry-ის მომცრო ჩანთით გამოჩნდა. ტრადიციული კლასიკური ფეხსაცმლის მაგივრად კი სამოსს Jimmy Choo-ს დახურული ფეხსაცმელი შეუხამა.
ნიშნობის შემდეგ, მარკლი ჰოლივუდური გლამურისა და ინგლისური კლასიკის შერწყმას წარმატებით ახერხებს, მაგრამ გოგონამ ამჯერად არჩევნი უფრო რთულ ვარიანტზე გააკეთა. მეგანი სამეფო დრესკოდს მარტივ, მაგრამ მოდურ დეტალებს უხამებს. მაგალითად ამ ჩაცმულობის მთვარი ნაწილი ჩანთაა, რომელიც ფოტოების გავრცელების შემდეგ, მაღაზიებში სრულად გაიყიდა.
"ჩანთა ჯაჭვის სახელურებით, მეგანის ინდივიდუალურ სტილს წარმოაჩენს. მეგანი იცავს წესებს და ამასთან არც საკუთარ სტილზე ამბობს უარს"-აცხადებს ცნობილი დიზაინერი ლუკას არმიტიჯი.