25 წლის ქეით აპტონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალბატონად ითვლება. მოდელი ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკნებზე, საიდანაც მისი კარიერა დაიწყო. ქერათმიანმა ლამაზმანმა გამოცემის ფოტოსესიაში კვლავ მიიღო მონაწილეობა. შემოქმედებითი ჯგუფი კარიბის ზღვის სანაპიროებისკენ გაემართა, რაც პატარა კრახით დასრულდა. მოდელი კლდის ქარაფზე შიშველი პოზირებდა, როცა ტალღის გამო წონასწორობა ვერ დაიცვა და წყალში ჩავარდა.
"ფოტოსესიის დაწყებამდე უცნაური წინათგრძნობა მქონდა. როცა ლოდზე ავედი და დაბლა ჩავიხედე, მივხვდი, რომ ის ცუდად დასრულდებოდა. საშინელი გრძნობა დამეუფლა."-განაცხადა ქეითმა ჟურნალისტებთან.
საბედნიეროდ, მოდელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია და მოგვიანებით ვიდეოზე თავადაც იცინა.
ფოტოსესია ინტერნეტში უკვე გავრცელდა:
ცოტა ხნის წინ, აპტონმა Guess-ის დამაარსებელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მოდელის სიტყვებით, 2010 წელს, ბრენდის ფოტოსესიის პირველ დღეს, პოლ მარჩიანომ ის საკუთარ ნომერში დაპატიჟა, რათა მასთან თანამშრომლობის დეტალები განეხილა. თუმცა, მოგვიანებით ბიზნესმენი სექსუალური ჩანაფიქრის განხორციელებას ეცადა.