ლეგენდარულმა ბრენდმა ახალი კოლექციისთვის მეზღვაურის სტილი არჩია, თუმცა ის ქალბატონებს საკმაოდ ელეგანტურად მოარგო. ახალი სამოსი საზღვაო სპორტს ეძღვნება, თუმცა დიზაინერისთვის ეს ახალი თემა საერთოდ არაა: სპორტული სამოსი ამერიკული ბრენდის ისტორიის განსაკუთრებული ნაწილია. მასში არის სამოსი რომელიც გოლფს, ჩოგბურთს, თხილამურებს და ცურვას ეძღვნება. მაგრამ ყველაზე ნათელი კოლექცია რეგატებს მიეძღვნათ.
ბელა და ანვარ ჰადიდები
1992წელს, რალფ ლორენმა პირველად შექმნა ფორმა, რომელიც "ამერიკის თასის" რეგატებს მიუძღვნა. ჩვენება ღია მწვანე, წითელი, ცისფერი და ყვითელი ქურთუკებით გაიხსნა. სწორედ ასეთივე ეფექტი მაოხდინა ბრენდის უკანასკნელმა ჩვენებამ. სწორედ ამაშია კლასიკის ძალა: დრო იცვლება, მუქი ცისფერი ჯემპერი კი კვლავ საუცხოოდ უხდება თეთრ შარვლებსა და წითელ ფეხსაცმელებს.