59 წლის შერონ სტოუნი თავისი ბრწყინვალე სხეულის ფორმებით და იდეალური სტილის შეგრძნებით, გულშემატკივრების გაოცებას არ წყვეტს. მსახიობი პოპულარული გამოცემების თამამ ფოტოსესიებში ხშირად იღებს მონაწილეობას. ამჯერად, ის იტალიური Vanity Fair-ის მარტის ნომრის გმირი გახდა.
ფოტოსესიისთვის შერონმა მიმზიდველი იმიჯი მოირგო. მან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელითა და ქალის თეთრეულით წარმატებულად იპოზიორა. ფოტოებში მსახიობი ბეწვის მოსასხამითაც გვაჯადოებს.
ერთ ინტერვიუში, სტოუნი გამოტყდა, რომ პლასტიკურ ქირურგიას პრინციპულად არ მიმართავს. მას სხეულის ტონუსში ყოფნა სწორი კვებით და რეგულარული სპორტით გამოსდის.
ჰოლივუდის მსახიობს 3 ვაჟიშვილი ჰყავს: რონ ჯოზეფ ბრონშტეინი, ლერდ ვონ სტოუნი და ქუინ კელი სტოუნი. რონი ვარსკვლავმა მესამე ქორწინებაში იშვილა და ქმრის გვარი, ბრონშტეინი გადასცა. ორი ვაჟი კი ქორწინების გარეშე იშვილა და საკუთარ გვარზე გადაიყვანა.