ქართველი წარმატებული მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით აღწევს, საათებისა და სამკაულის მაღაზიათა ქსელის TIME-ის ბრენდამბასადორი გახდა. თაკომ იანვარში გამართულ პარიზის მოდის კვირეულზე ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, როგორებიც იყვნენ: Ralph & Russo, Armani Privé, Alexis Mabille და Zuhair Murad. ახლა თაკო მილანის და პარიზის მოდის კვირეულებისთვის ემზადება, სადაც 2018 წლის საშემოდგომო კოლექციების ჩვენება აიღებს სტარტს.
თაკო ნაცვლიშვილი, როგორც TIME-ის ბრენდამბასადორი, 2018 წლის განმავლობაში წარადგენს TIME-ის სამკაულებისა და აქსესუარების ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან: Michael Kors, Emporio Armani, Gucci, DKNY, Diesel, Pandora.
"მოხარული ვართ, რომ თაკო "თაიმის" ბრენდის წარმომადგენელია. ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, რომელსაც აქვს სილამაზე, ელეგანტურობა, კლასიკურობა, ინდივიდუალიზმი და ბუნებრივობა - იმ ყველაფრის ერთობლიობა, რაც "თაიმის" ბრენდკოდია."
თაკო ნაცვლიშვილის და "თაიმის" კოლაბორაციას, ვიზუალურად 2018 წლის თებერვლიდან, "ვალენტინობის" კამპანიის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით ვიხილავთ.