კარიერის დასაწყისში, ჯიჯი ჰადიდს "ძალიან დიდი ფორმების" გამო აკრიტიკებდნენ, ამბობდნენ, რომ პოდიუმს არ შეეფერებოდა. ახლა კი მოდელს ზედმეტ სიგამხდრეს მიაწერენ. უკანასკნელი წლის განმავლობაში ჯიჯი მართლაც შეიცვალა და ეს არც დიეტების და არც ვარჯიშების დამსახურებაა. ჯერ კიდევ გასულ წელს გამოტყდა, რომ ფარისებრი ჯირკვლის მოშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების გადასატანად, ჯიჯი მედიკამენტებს იღებდა, რამაც მეტაბოლიზმის ცვლილება მოახდინა.
ჯიჯიმ საკუთარი პოზიციის დაცვა კიდევ ერთხელ სცადა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მის ავადმყოფურ სიგამხდრეს აქტიურად განიხილავენ:
"მათთვის, ვინც ნერვიულობს თუ რატომ იცვლება ჩემი სხეული - ალბათ არ იცით, რომ Hashimoto-ს დიაგნოზი დამისვეს. ბოლო წლებია რაც ვმკურნალობ, რათა დავამარცხო ისეთი სიმპტომები როგორებიცაა: ქრონიკული დაღლილობა, მეტაბოლიზმის პრობლემები და ორგანიზმის სხვა დარღვევები. შესაძლოა თქვენთვის ძალიან "გამხდარი" ვარ და მართალი რომ გითხრათ ეს არაა ის მდგომარეობა, როგორც მინდა რომ გამოვიყურებოდე. მაგრამ, თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, ყოველდღიურად ვსწავლობ და ვიზრდები, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი. ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როცა საკუთარ გარეგნობაზე ვსაუბრობ, რადგანაც წერთ, რომ "სილამაზის სტანდარტებს" ვერ ვაკმაყოფილებ. გთხოვთ, სოციალური ქსელის მომხმარებლებო, ისწავლეთ სხვების თანაგრძნობა და გახსოვდეთ, რომ შესაძლოა არ იცოდეთ მთელი ისტორია. ენერგია დაახარჯეთ იმას, ვინც თქვენი აღტაცების საგანია, და არა იმათ კრიტიკას, ვინც არ მოგწონთ." განაცხადა სუპერმოდელმა.
უკანასკნელი შოუები: