გუშინ, ნიუ-იორკში ვიქტორია ბექჰემის საიუბილეო ჩვენება შედგა. Spice Girls-ის სოლისტმა პირველი კოლექცია ზუსტად 10 წლის წინ წარადგინა. ბექჰემების ოჯახი ყოველთვის მთავარი სტუმარია ჩვენებაზე, დევიდ ბექჰემმა, რომეომ, კრუზმა და ჰარპერმა ვიქტორიას მხარი პირველი რიგებიდან დაუჭირეს. ერთადერთი, ვინც შოუზე დასწრება ვერ შეძლო, ბრუკლინ ბექჰემია. ჩვენების ბოლოს, პოდიუმზე გამოსვლისას, ვიქტორია ოჯახის წევრებს ყველას წინაშე გადაეხვია.
"ჩვენი ოჯახი ნამდვილი მოსიარულე ცირკია: ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ, ფეხბურთს ვთამაშობთ და მოდით ვართ დაკავებული - ყველაფერი რისი კეთებაც შეგვიძლია, ერთად ვაკეთებთ."-განაცხადა ვიქტორიამ.
ამჯერად შოუს ტრადიციული ლოკაცია და სტილიც შეიცვალა. 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია მკაცრ მინიმალიზმს ითვალისწინებს. პალტოები გრძელი ქამრებით, 80-იანების მსგავსი დიდი ზომის მაისურები, შარვალ-კოსტიუმი, კომბინიზონები და გრძელი კაბები რთული ნაკერით - მოკლედ ყველაფერი რასაც თავად ვიქტორია ატარებს. კულისებში დიზაინერმა განაცხადა კიდეც, რომ კოლექციის ყველა ნიმუშს თავადაც დიდი სიამოვნებით ჩაიცვამს.