ჯიჯი ჰადიდი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩვენებებში აქტიურადაა დაკავებული, რომლის ფარგლებშიც Maybelline New York-სა და V Magazine-ის პრომო ღონისძიებას დაესწრო. საღამოზე ჯიჯის ქართველი დიზაინერის, ლელა ელოშვილის სამოსი ეცვა. ლელამ ბრენდი Eloshi 2012 წელს დაარსა და მოდის ინდუსტრიას მუდამ საოცრად ელეგანტურ და დახვეწილ კოლექციებს სთავაზობს. სუპერმოდელმა ქართული ბრენდის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კაბით როზი ჰანტინგტონთანაც იპოზიორა.