გასული წლის დასასრულს მირანდა ქერიმ და ევან შპიგელმა განაცხადეს, რომ მალე საერთო შვილის მშობლები გახდებოდნენ. 34 წლის სუპერმოდელის თქმით ოჯახის უმცროსი წევრის გაჩენას მისი პირველი შვილი, ფლინიც მოუთმენლად ელის.
"ფლინი ძალიან აღელვებულია. მას და ან ძმა უზომოდ სურდა, ამიტომაც მე და ევანს პირდაპირ მოგვმართა თხოვნით."-აცხადებს მირანდა.
ფლინს დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევს: მირანდა ორსულობის უკანასკნელ თვეებშია. თუმცა, მდგომარეობა არ უშლის ხელს იმუშაოს, სპორტით დაკავდეს და ქუსლებით იაროს.
Golden Globes-ის წვეულება
Sephora-ს ღონისძიება
Stella McCartney-ის კოლექციის ღონისძიებაზე
მეგობრებთან ერთად
ჯიმი კიმელის შოუზე
ახლახანს წყვილი ერთად გამოჩნდა. ისინი Louis Vuitton-ის წვეულებას ესტუმრნენ.
როგორ გაიცნო მოდელმა 27 წლის Snapchat-ის დამაარსებელი: "ერთმანეთი საქმიან ვახშამზე გავიცანით. ევანი ჩემ წინ იჯდა, ჩვენ ვსაუბრობდით. ისე მოხდა, რომ სახლები ერთმანეთთან ახლოს ვიყიდეთ, მე მალიბუში, მან ლოს-ანჯელესში და გადავწყვიტეთ ტელეფონის ნომრები გაგვეცვალა..."