მოდის კვირეულის წინ, ნიუ-იორკში ფონდ amfAR-ის საქველმოქმედო საღამო მოეწყო. რესტორან Cipriani-ში აუქციონი ჩატარდა, საიდანაც მიღებული შემოსავალი შიდსით დაავადებულებს მოხმარდებათ. ტრადიციულად მსგავსი საღამო წელიწადში რამდენჯერმე ტარდება და შუ-ბიზნესის გამორჩეულ ადამიანებს მასპინძლობს. არც გასული საღამო იყო გამონაკლისი:
ერთ-ერთმა სტუმარმა, მსახიობმა ტარაჯი ჰენსონმა დევიდ კომას კაბა მოირგო
საღამოს გამორჩეული ვარსკვლავი ჰეიდი კლუმი გახდა, რომელმაც Zuhair Murad-ის სექსუალურ კაბაზე გააკეთა არჩევანი
შთამბეჭდავი და სექსუალური იმიჯით მოგვევლინა ეშლი გრემიც
ჯოან სმოლსი კოსტიუმში
სიენა მილერის შავ-თეთრი კომბინაცია
ელსა ჰოსკის პიჟამოს სტილი
ჰეილი ბოლდუინის "პატარძლის კაბა"
სარა სამაპიოს "შავი კლასიკა"