ანჯელინა ჯოლი ამერიკული გამოცემის ELLE-ის მარტის ნომრის გმირია. ვარსკვლავმა ყდა დაამშვენა, ხოლო ინტერვიუ აშშ-ს ყოფილმა სამთავრობო მდივანმა, ჯონ კერიმ ჩამოართვა. მსახიობმა პოლიტიკოსთან ქალთა უფლებები, შვილების აღზრდა და საკუთარი საქმიანობა განიხილა.
ინტერვიუში ჯოლიმ ისაუბრა, თუ რა რჩევებს აძლევს თავის 3 ქალიშვილს: 9 წლის ვივიენს, 11 წლის შაილოს და 13 წლის ზაჰარას: "მე მათ ვეუბნები: "თქვენ გამოგარჩევთ სწორედ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ სხვა ადამიანებისთვის. ნებისმიერს შეუძლია ჩაიცვას კაბა და გაიკეთოს მაკიაჟი. თქვენს პიროვნებას თქვენი ფიქრები განსაზღვრავს. ეძიეთ საკუთარი თავი. რაზე ფიქრობთ? რა ღირებულებები გაგაჩნიათ? და იბრძოლეთ, რომ სხვა ადამიანებსაც იგივე უფლებები ჰქონდეთ, რაც თქვენ".
ქალთა უფლებების დაცვის შესახებ: "ნებისმიერ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა: როგორ ხედავთ საკუთარ თავს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რამდენად კარგად იცით თქვენი უფლებები, რამდენად სოლიდარულები ხართ სხვა ქალების მიმართ."-აცხადებს ანჯელინა.
ფოტოსესიაში ანჯელინას ქალიშვილებთან ერთადაც ვხედავთ.