პარიზში ფილმის "თავისუფლების 50 ელფერის" პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი ასრულებენ. ვარსკვლავები საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდნენ, რათა ფილმი მაყურებლისთვის თავად წარედგინათ.
ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების წინ მსახიობებმა ერთად იპოზიორეს. მედიასა და ინტერნეტ სივრცეში დაკოტას ჩაცმულობაზე აზრები გაიყო, ზოგიერთმა ის ფილმის შინაარსის გამო საქორწილო ხასიათს მიაწერა, Vogue კი წერს რომ ჯონსონმა ვალენტინობის დღის შესაფერისი იდეალური კაბა მოირგო. ლამაზმანის ჩაცმულობაზე "პრადამ" იზრუნა.
უკანასკნელ ინტერვიუში ჯეიმიმ განაცხადა, რომ მესამე ნაწილი მისი მონაწილეობით უკანასკნელია და გაგრძელების შემთხვევაში ის მონაწილეობაზე უარს იტყვის: "ჩვენ უკვე დავბერდით ამისთვის"-განაცხადა ღიმილით დორნანმა.