Dream Angels Victoria's Secret-ის ახალი კოლექციაა, რომელიც ვალენტინობის დღეს ეძღვნება. ბრენდმა ამ დღისთვის განკუთვნილი იდეალური ქალის თეთრეული წარმოგვიდგინა. კომპლექტი ხორცისფერ და ღია ვარდისფერ ფერებს მოიცავს. სადღესასწაულო კოლექციიდან სასურველ დიზაინს ყველა გემოვნების გოგონა იპოვნის: ბოდედან დაწყებულს, მაქმანებითა და ხავერდით დასრულებულს.