ბიონსეს გუნდი საკმაოდ ორგანიზებული მექანიზმია, რომელიც მომღერლის გულშემატკივრების სურვილებს იმაზე ადრე იგებს, ვიდრე თავად გაანალიზებენ რა სურთ. ყოველ მნიშვნელოვან დღესასწაულზე ბიონსე ახალ კოლექციას ქმნის, რომელიც გამოშვებისთანავე სრულად იყიდება. არც ვალენტინობის დღე აღმოჩნდა გამონაკლისი: წლის ყველაზე რომანტიკული დღისთვის ვარსკვლავმა ტანისამოსის და აქსესუარების კოლექცია გამოუშვა.
კოლექციაში მაისურები, შორტები და ტელეფონის ჩასადებებია. ფასები 30-დან 60 დოლარამდე მერყეობს. შეიძლება ითქვას, რომ მომღერალმა შეყვარებულებს საჩუქრის იდეა წარმატებულად მიაწოდა.