ქეით მიდლტონს აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში ფეხმძიმობა ხელს საერთოდ არ უშლის - გასულ კვირას, კემბრიჯის ჰერცოგინიამ მეუღლესთან, პრინც უილიამთან ერთად სკანდინავია მოინახულა. სამეფო ოჯახი შვედეთსა და ნორვეგიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. რა თქმა უნდა, ტურისთვის ქეითი სათანადოდ მოემზადა და მოდური სამოსი აარჩია, რომელიც ფეხმძიმე ქალბატონის იდეალურ ჩაცმულობად აღიარეს.
#1 ქეითს ბეწვი და მწვანე ფერი გამორჩეულად უყვარს და ერთ-ერთ იმიჯში ეს ორი მოდური გადაწყვეტილება გააერთიანა.
#2 თეთრი ტვიდის კოსტიუმი ელეგანტური, სადა და მოდურია, მიდლტონმა სამოსი ბორდოსფერი ჩანთით გამოკვეთა.
#3 ხავერდის კაბაში ქეითი აქამდე ნანახი არ გვყავდა. ეს "დაუმორჩილებელი" ქსოვილი ქეითს საოცრად მოუხდა. აქსესუარად დიდი ზომის საყურეები არჩია.
#4 და კვლავ მწვანე - ქეითმა მორიგი გამოჩენისთვის სწორი სილუეტის დახურული კაბა მოირგო და რეტრო სტილის ჩანთა შეუხამა.
#5 ბორდოსფერი ჩანთა ჰერცოგინიამ სხვა სამოსსაც "დაუმეგობრა" - წითელი პრინტით გაფორმებულ კაბას.
#6 ქეითი ლურჯი ფერის ერთგულიცაა. შემდეგი არჩევანი ელეგანტური პალტო გახდა ბეწვის მკლავებით.
#7 საღამოს თეთრი კაბა კი ინტერნეტში სენსაციად აღიარეს: Alexander McQueen-ის სამოსი ქეითის საუკეთესო კაბად და ფეხმძიმე ქალბატონის შთამბეჭდავ იმიჯად მოინათლა.
#8 ქეითმა სკანდინავიაში კიდევ ერთი ელეგანტური პალტოს დემონსტრირება მოახდინა.
#9 მაქმანით გაფორმებული რეტროს სტილის კაბა მიდლტონმა მოდური და ელეგანტური სახით წარმოგვიდგინა.