Balenciaga-ს უკანასკნელი მოდის კვირეულის ჩვენებაზე მოდელებს პოდიუმზე Crocs-ები ემოსათ. დემნა გვასალია ამ 10 სანტიმეტრიანი პლატფორმის ფეხსაცმელს ყველაზე მოხერხებულს უწოდებდა. როგორც იქნა დადგა დრო, როცა Crocs-ები გაყიდვაში უნდა ჩაშვებულიყო. რეზინის სანდლები, რომლებიც ფერადი თვლებითაა გაფორმებული, 850 $-ად სრულიად ამოიყიდა. ლიმიტირებული კოლექცია რამდენიმე საათში მაღაზიებში მოხვედრამდე შეიძინეს, ახლა კი ფოტოგრაფები მათ ქუჩებში გამოჩენას მოუთმენლად ელიან.