რამდენი დღის წინ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით შვედეთში გაემგზავრნენ, გუშინ კი ნორვეგიას ესტუმრნენ, რათა პრინც ჰააკონს და მის ცოლს მეტე-მარიტს შეხვედროდნენ. იმავე საღამოს პლანეტის ყველაზე განხილვადი წყვილი ოსლოს სამეფო დარბაზში ვახშამს დაესწრო. ქეითი, რომელიც ახლა შვიდი თვის ფეხმძიმეა, შეუდარებლად გამოიყურებოდა. მოდის კრიტიკოსებმა ჰერცოგინიას სტილს მისი გამოსვლების ისტორიაში ყველაზე ფანტასტიკური უწოდეს.
ქეით მიდლტონმა საყვარელი ბრენდის, Alexander McQueen-ის კაბა მოირგო. გრძელი ხორცისფერი სამოსი მაქმანებით იყო გაფორმებული. იმიჯს ქეითმა ჩანთა, სამაჯური და ბრილიანტის საყურეები დაუმატა. მაკიაჟში კი აქცენტი თვალებზე გააკეთა.