სინდი კროუფორდი ცნობილი გამოცემა INSTYLE-ის მარტის ნომრის გმირია: სუპერმოდელმა ფოტოსესიაში "ვერსაჩეს" 2018 წლის გაზაფხულის კოლექცია მოირგო, რომელიც ჯიანი ვერსაჩეს ხსოვნას მიეძღვნა. სუპერმოდელი დიზაინერის ერთ-ერთი ფავორიტი მოდელი იყო. ფოტოები საკმაოდ სექსუალური გამოვიდა: გადასაღებ მოედანზე სინდისთან ერთად მხოლოდ მამაკაცი მოდელები პოზირებდნენ. აღსანიშნავია, რომ მილანის მოდის კვირეულის პოდიუმზე ჯიჯის, ბელას და კაია გერბერის მიერ წარმოდგენილი სამოსი სინდიმ არანაკლებ მომხიბვლელად და სექსუალურად მოიხდინა.