ვარსკვლავების ჩაცმულობას თითქოს მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკვირდება, მნიშვნელოვანია როგორ გავლენ ქუჩაში, რას ჩაიცმევენ შოპინგისას, პაემანზე და მითუმეტეს წითელ ხალიჩაზე. ყოფილა შემთხვევები, როცა ვარსკვლავების ფანტაზიის გაღვივებას ექსცენტრიკულმა დიზაინერებმა ხელი შეუწყვეს და სკანდალური იმიჯით მოდის ისტორიაში შესვლა შეძლეს.
#1 მერილინ მონრო, 1955
სადა, მარიტივი თეთრი კაბა მერლინმა ფილმის The Seven Year Itch-ის მეშვეობით საკულტო გახადა. მონროს იმდროინდელი მეუღლე ჯო დიმაჯიო სცენის გადაღებებზე იმყოფებოდა და არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ დროს გაბრაზდა იმდენად, რომ დაშორება მოითხოვა.
#2 ქეროლ ბეიკერი, 1964
"მე მხოლოდ თამაში მსურდა, მაგრამ სექსი ფილმს ყიდის"-განაცხადა მსახიობმა, რომელიც ლონდონურ პრემიერაზე ბალმეინის კაბით გამოჩნდა. კინოთეატრიდან გამოსვლისას ხალხი ქაოტურად აწყდებოდა ერთმანეთს, რამაც დიდი შფოთვა შექმნა, ყველას სურდა ლამაზმანის სექსუალური იმიჯი დაენახა.
#3 შერი, 1974
შერმა ამ კაბით ყველას ალაპარაკება შეძლო. შიშველი ეფექტის კაბით ვარსკვლავი მეტროპოლიტენის მუზეუმში გამოჩნდა.
#4 შერონ სტოუნი, 1992
მსახიობის ფილმოგრაფიის ცნობილი სცენა საკულტო კაბით ხასიათდება. კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ კადრს ბევრი კრიტიკა შეხვდა.
#5 ქეით მოსი, 1993
19 წლის ქეით მოსმა ერთ-ერთ წვეულებაზე ვერცხლისფერი გამჭვირვალე კაბა ჩაიცვა, რომლის შიგნითაც ბიუსჰალტერი არ ემოსა. ეს კაბა ქეით მოსის ახალგაზრდობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკანდალურ მომენტად დარჩა.
#6 პრინცესა დაიანა, 1994
29 ივნისის ღამეს პრინცი ჩარლზი ტელევიზიაში გამოტყდა, რომ პრინცესა დაიანას ქორწინებაში უღალატა. მეორე დღეს, პრინცესა საზოგადოებაში შავი სექსუალური კაბით გამოჩნდა და ის ბოლო წამს შეარჩია, მოგვიანებით მას "შურისძიების კაბა" უწოდეს.
#7 ჯენიფერ ლოპესი, 2000
ვერსაჩეს მწვანე შიფონის კაბით ჯეილომ შეკრებილ საზოგადოებაში ნამდვილი აღტაცება გამოიწვია. ინტერნეტში ამ კაბის მოძებნაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, მაგრამ ადამიანებმა არ იცოდნენ ფოტოს მეშვეობით როგორ მოეძებნათ: "ჯენიფერი იმ კაბით"-წერდნენ მომხმარებლები. "გუგლის" წარმომადგენელმა განაცხადა რომ სწორედ ამ კაბის გამო დაყენდა "გუგლის" საძიებო სისტემაში ინფორმაციის ფოტოთი მოძებნა.
#8 გვინეტ პელტროუ, 2002
მსახიობმა იმიჯი მოგვიანებით თავადაც ინანა: "კაბა ისევ მომწონს, მაგრამ ბიუსჰალტერი უნდა ჩამეცვა და თმა ბუნებრივად გამეშალა. მაკიაჟიც ნაკლები უნდა გამომეყენებინა."
#9 ქეით მიდლტონი, 2002
ქეითის კაბა თავდაპირველად ქვედაბოლოდ იყო ჩაფიქრებული, თუმცა დიზაინერმა გადაწყვიტა ის კაბად ექცია და მისით "ცდუნების ხელოვნება" წარმოეჩინა.
#10 მიშელ ობამა, 2009
თუ ფიქრობთ, რომ არაფერია იმაზე კლასიკური, ვიდრე შავი დახურული კაბა და ის სკანდალს არასდროს წარმოშობს, ცდებით. მიშელ ობამამ პირველი ოფიციალური ფოტოსთვის მაიკლ კორსის კაბა არჩია და პირველ ლედის მკლავები დაუწუნეს. ამ მნიშვნელოვან ფოტოზე შიშველი მკლავების გამოჩენა პირველად არ მომხდარა, თუმცა მიშელზე ძალიან ვიწროდ მიიჩნიეს.
#11 ანჯელინა ჯოლი, 2012
ანჯელინა ჯოლის პოზა "ოსკარის" წითელი ხალიჩის ისტორიაში შევიდა. შავი "ვერსაჩეს" კაბის დახმარებით, მთელი ინტერნეტი სკანდალურმა ფოტოებმა მოიცვა, რითიც სამოსი საკულტო გახდა.
#12 რიანა, 2014
ათასობით კრისტალით გაფორმებული გამჭვირვალე კაბა ნამდვილი შოკი აღმოჩნდა.
#13 მაილი საირუსი, 2015
მედია საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა ვარსკვლავის მეამბოხე გადაწყვეტილებას.
#14 ბიონსე, 2015
Givenchy-ის ეს კაბა ბიონსეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.
#15 ბელა ჰადიდი, 2016
ბელამ კანის კინოფესტივალზე Alexandre Vauthier-ს კაბით ფურორი მოახდინა. მალევე ინტერნეტი უხერხულმა ფოტოებმა მოიცვა, რადგანაც მოდელს წითელ ხალიჩაზე ყოველ წამს აფიქსირებდნენ.