Balenciaga-მ 2018 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანია გადაიღო. ფოტოგრაფებმა პაპარაცების იმიჯი მოირგეს და მოდელებს მანქანიდან გადმოსვლისას ან შენობაში შესვლისას აფიქსირებდნენ. სპეციალურად დადგმულ სცენარში მოდელები სახეზე ხელს იფარებენ და ცდილობენ "პაპარაცებს" დაემალონ. ფოტოსესიას მეტი რეალურობისთვის შავ სამოსში შემოსილი დაცვაც მოყვება.
დემნა გვასალია მოდაში განხორციელებული სოციალური ექსპერიმენტებით ცნობილია და მოდის კვირეულზე წარმოდგენილი უკანასკნელი კოლექციის ფოტოსესიაც კრეატიულად წარმართა. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში ყურადღებას სწორედ ტანისამოსზე ვამახვილებთ, ამასთან ახალი სამოსი ვარსკვლავურ სტილთან ასოცირდება.