ჯიჯი ჰადიდმა და ცნობილმა დიზაინერმა ტომი ჰილფიგერმა რიგით მეოთხე საერთო კოლექცია შექმნეს. აღსანიშნავია, რომ მათი კოლექცია ბრენდის ძირითადი ფერთა პალიტრის ერთგული რჩება: წითელი, თეთრი და ლურჯი. კოლექციას მალე მილანის მოდის კვირეულის პოდიუმზე ვიხილავთ. "მილანი იდეალური ადგილია, იმისთვის, რომ ჩვენი ახალი კოლექცია ვიზეიმოთ,"-აღნიშნა დიზაინერმა.
კოლექცია ძირითადად ქურთუკებით, ჯინსით და ხელთათმანებითაა დაკომპლექტებული და ელეგანტურ სპორტულ სტილს წარმოადგენს.