2000-იან წლებში პოპ-მუსიკა ერთგვარი მეინსტრიმი ხდებოდა: ბევრი სიმღერა დასამახსოვრებელი მელოდიით გამოირჩეოდა და მათ ტექსტებსაც ბევრი ღიღინებდა. ნელ-ნელა თავის დამკვიდრება ბიონსემ, რიანამ და ტეილორ სვიფტმა დაიწყეს და საზოგადოებას მისცეს იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ყველასთვის ადვილად ასაყოლებელი სიმღერა. სტეფანი გერმანოტამ, მომავალში ლედი გაგამ სიმღერა სკოლის დადგმებში დაიწყო, ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ კი მუსიკალური კარიერის შენებას შეუდგა. მალე პირველი ალბომი Poker Face გამოუშვა. მუსიკის გარდა, ლედი გაგამ ეპატაჟურობა და თავის დამკვიდრება სხვაგვარადაც სცადა: მისი საზოგადოებაში გამოჩენა ყოველთვის დასამახსოვრებელი და არაორდინალური იყო. წარმოგიდგენთ ვარსკვლავის ყველაზე ექსცენტრიკულ მოდურ არჩევანს:
#1 ხორცის კაბა
პირველი საკამათო კაბა საერთაშორისო არტისტის სტატუსში - 2010 წლის MTV Video Music Awards, სადაც 8 ჯილდო მოიგო. კაბა დაუმუშავებელი ხორცისგან იყო დამზადებული.
#2 წითელი მაქმანის კაბა
ნაჭერი არტისტს მთლიანად უფარავდა სახეს.
#3 უზარმაზარი თმა
კოსტიუმი თავიდან ბოლომდე ადამიანის ნამდვილი თმისგან იყო შექმნილი.
#4 საცეცები
#5 გიგანტური მაისური
კაბის ზომის მაისური ავანგარდულ სტილში კომფორტული ჩანდა.
#6 ბაყაყი კერმიტი
ეს სამოსი კი 90-იანების ცნობილი შოუთი The Muppets-ით იყო შთაგონებული. ერთ-ერთი პერსონაჟის გამოსახულებით გაგამ მთელი სხეული მოირთო.
#7 "ბუდე" სახეზე
#8 "მისტერ გაგა"
მხოლოდ გაგას შეუძლია ერთი უბრალო დეტალით, ამ შემთხვევაში ხელოვნური ულვაშით, იმიჯი სრულიად შეიცვალოს.
#9 ვარსკვლავი პირდაპირი მნიშვნელობით
#10 მოდური ნიღაბი
#11 გულთამპყრობელი დედოფალი
შესაძლებელია დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი არ იყო, თუმცა შეგიძლია შენი გულშემატკივრების დედოფალი გახდე. უნიკალურმა წითელმა კაბამ ვარსკვლავს სამეფო იმიჯი შეუქმნა.
#12 მოჩვენება
#13 ვარდები
თავის 28-ე დაბადებისდღეზე გაგამ ასეთი უცნაური სამოსი არჩია.
#14 თეატრალური კოსტიუმი
#15 იაპონური პოპ-კულტურით შთაგონება