ჯიჯი და ბელა ჰადიდი დიდი ხანია რაც თანამედროვეობის წამყვანი მოდელები გახდნენ, თუმცა ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის ერთი გარეკანი ჯერ ერთმანეთთან არ გაუყვიათ. ბრიტანულმა Vogue-მა მარტის ნომრისთვის გადაწყვიტა ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად გოგონებისთვის ერთად გადაეღო. ქაოსური თმა, ბუნებრივი მაკიაჟი და Versace-ს სამოსი - ფოტოსესია მიმზიდველი და ბწრყინვალე გამოვიდა.
ჟურნალის მთავარი საერთო ფოტოსთვის დებმა ჰადიდებმა შიშვლებმა იპოზიორეს. უნიკალური კადრი მოდის ერთ-ერთმა საუკეთესო ფოტოგრაფმა სტივენ მეიზელმა გადაიღო.
ჯიჯიმ სოციალურ ქსელში ფოტოზე დაწერა: "ჩემი დით ვამაყობ და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო მისთვის."