დიზაინერები გვთავაზობენ ტრენდებს, რომლებიც ამ წლის ზაფხულისთვის უნდა გავითვალისწინოთ. 2018 წლის ზაფხულის მოდა ორიგინალური იდეებითაა დატვირთული. ამასთან, აქცენტი რომანტიკულობაზე უნდა გავაკეთოთ.
#1 პასტელური სეზონი
პოპულარობის მწვერვალზე კვლავ მოექცა პასტელური ტონალობა. 2018 წლის ზაფხულში ის მხოლოდ ვარდისფერი გამით არ შემოიფარგლება, ახალ სეზონზე მრავალფეროვანი ვარიანტებია მწვანის, ნარინჯისფერისა და რძისფერის ტონალობებზე.
Chanel, Celine, Preen
#2 რუშები
მომავალ ზაფხულს იდეალურად წარმოაჩენს ერთ მხრიანი ქალური კაბა დიდი რუშებით. ეს ტენდეცია ყოველთვის მატებს სამოსს ელეგანტურობას და არც ახალი კოლექციებია გამონაკლისი. ზაფხულის მოდის ძირითადი ტენდეციები ფუტურისტულ რუშებსაც მოიცავს, რომლებიც ასიმეტრიულ სილუეტებს ქმნის.
Erdem, Givenchy, Valentino
#3 პლასტიკური მასალა
ვინ იფიქრებდა, რომ 2018 წლის ზაფხულში ქალების გარდერობში ცენტრალურ ადგილს პლასტიკური სამოსი დაიკავებდა. პლასტიკური მასალა ზაფხულის აქსესუარებზეც ძალიან პოპულარულია.
Burberry, Calvin Klein, Prabal Gurung
#4 შიფონი
ახალი სეზონის გარდერობში შიფონის სამოსს ვერ გავექცევით. ჰაეროვანი გამჭვირვალე ქსოვილები სხეულის სიმსუბუქეს წარმოაჩენს.
Simone Rocha, Fendi, Prabal Gurung, Christian Dior
#5 თეთრი მაისური
თეთრი მაისური 2018 წლის გარდერობის აუცილებელი დეტალია. ის ხან დღის იმიჯის ხანაც საღამოს ჩაცმულობის ფავორიტი ხდება. დიზაინერები მას მოკლე ქვედაბოლოებთან, ქუსლებთან, გრძელ შარვლებთან და კაბების ქვეშაც კი გვთავაზობენ.
Mugler, Alexander Wang, Miu Miu
#6 ოქროსფერი
ყველას ახსოვს 1990 წლების ლეგენდარული სუპერმოდელები Versace-ს ჩვენებაზე. მიმზიდველ სხეულებზე 2018 წლის მთავარი ტენდეცია წარმოაჩინეს.
Gucci, Altuzarra, Versace, Christian Dior