როგორია კაიას იდეალური დღე?
9:00 A.M. ჩემს იდეალურ შაბათ დღეს მაღვიძარას არ ვაყენებ. შემიძლია 5 წუთში გავემზადო, მაგრამ საწოლიდან ადგომას მთელი ძალისხმევა სჭირდება. ვწევარ, ინსტაგრამის ვათვალიერებ და მუსიკას ვუსმენ. მიყვარს Stormzy და Skepta, მაგრამ როდესაც ჩემი დღის დაწყებას ყველაზე მეტად Billie Eilish-ის მუსიკა უხდება.
9:45 A.M. ვიღებ შხაპს, ვიცმევ ჯინსსა და მაისურს, ვიკეთებ Marc Jacobs-ის მაკიაჟს.
9:50 A.M. ძალიან მიყვარს საუზმე. მშიერი ვიღვიძებ, ამიტომაც ბლითს მივირთმევ.
10:30 A.M. ჩემი შაბათ-კვირა ჩემ მშობლებთან (სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი) და ჩემ ძმასთან ყოფნას ნიშნავს. გვიყვარს სანაპიროზე გასვლა, ველოსიპედებით სიარული, მაგრამ როგორც ყოველთვის პრესლის ველოდებით. ის ყველაზე გვიან იღვიძებს.
1:00 P.M. ლანჩს მირთმევა მეგობრებთან ერთად მალიბუს კაფეში მიყვარს. მალიბუ ლამაზი პატარა ქალაქია.
3:30 P.M. შუადღეს საშინაო დავალებებისთვის ვიყენებ. დიპლომს მალიბუს კოლეჯში ონლაინ პროგრამით ვიცავ და რთულია კვირის განმავლობაში ამდენი სამუშაოს გაკეთება. ჩემი საყვარელი საგანი კალკულუსია, რადგანაც მათემატიკა მიყვარს. დიდი გამოწვევაა შენს თავს თავად ასწავლო ფორმულები.
7:00 თითქმის არცერთ დღეს ვატარებ პასტის ჭამის გარეშე. ის ჩემი საყვარელი კერძია და თავადაც ვამზადებ. მნიშნელოვანია იცოდე თუ როგორ კეთდება პასტა, რადგანაც მისი გაკეთება ყველგან შეგიძლია: მარტივია, სწრაფი და ყველას მოსწონს.
7:30 P.M. ამ დროს ფილმს ვუყურებთ. ამ შაბათ-კვირას ბებია და ბაბუა იყვნენ სტუმრად და Why Him?-ს ვუყურეთ. ყველამ ძალიან ბევრი ვიცინეთ.
9:00 P.M. მოგზაურობისას კარგად არ მძინავს, ამიტომაც საკუთარ საწოლში ადრე მიყვარს წამოწოლა. როცა მოდელობას ვიწყებდი, დედაჩემმა მითხრა: "საწოლში ადრე დაწოლაზე იოცნებებ"-არ დავუჯერე, მაგრამ პირველი მოდის კვირეულის შემდეგ ამიხდა.