გასულ წელს 20 წლის ქლოე მორეთსმა და 18 წლის ბრუკლინმა ურთიერთობა განაახლეს და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ახალგაზრდა წყვილის სტატუსი დაიმკვიდრეს. მედია და ბექჰემების ოჯახის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ბრუკლინის შეყვარებულს მშობლები აღმერთებენ, ამიტომაც ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ახალგაზრდა მსახიობის გული მოიგონ. მაგალითად, ვიქტორია ქლოეს საკუთარი ბრენდის სამოსს სიამოვნებით აცმევს. Sundance-ის ფესტივალზე გოგონა დევიდის მეუღლის სმოკინგში გამოჩნდა. მკაცრ სტილს შეკრული თმა და ალისფერი ტუჩსაცხი შეუხამა. მოგვიანებით კი მეორე იმიჯიც ბრუკლინის დედის ბრენდის ამჯობინა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ქლოემ ვიქტორია ბექჰემის სამოსი ჩაიცვა, როგორც სჩანს, ცნობილი ქალბატონის გულის მოგებას თავადაც აქტიურად ცდილობს: