რთულია დავიჯეროთ, რომ ნაომი კემპბელი მოდის სამყაროში უკვე 32 წელია მუშაობს. ვერც კი დავითვლით თუ რამდენ ფოტოსესიასა და ექსპერიმენტში აქვს მიღებული მონაწილეობა. თითქოს ვეღარაფრით გაგვაოცებს. თუმცა ეს ასე არაა. სუპერმოდელი Love Magazine-ის თებერვლის ნომრის გარეკნისთვის გადაიღეს, რაც მორიგი ფურორი გახდა. მას შემდეგ, რაც ჟურნალი გაყიდვაში მოექცა, გამოცემამ ნაომის ფოტოსესიიდან რამდენიმე კადრი გამოაქვეყნა. ფოტოებზე 47 წლის მოდელი შიშველი პოზირებს.